|
2021-09-04 17:32:16, 574 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში დაისადგურა იმგვარმა მშვიდობამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებს შემდგომ არასდროს ყოფილა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხონში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ლადო ჯურხაძის წარდგენაზე ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა" ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარ პრიორიტეტად იქცა და ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა. „ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში დაისადგურა იმგვარმა მშვიდობამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არასდროს ყოფილა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ოცნება არის ის, რომ დაცული იყოს ადამიანის ის უფლება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეგვეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ქვეყნის ტერიტორიაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სოხუმი და ცხინვალი. ეს ყველაფერი შეუძლებელია იმის გარეშე, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობიანი განვითარება და ასეთი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე ქვეყნის მთელ ტეროტორიაზე და ცენტრალურ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები. სწორედ „ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს და მთლიანად „ქართულ ოცნებას" როგორც აქ, ასევე მთელ საქართველოში. " - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)