|
2021-09-03 17:27:31, 609 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), აგრძელებს რა აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიურ მისიებთან, მათ პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე აქტივობების თაობაზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისგან დეტალურად გაიგო თუ რა ღონისძიებებს ატარებს საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე კენჭისყრის დღეს უბანზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. კარლ ჰარცელმა გიორგი კალანდარიშვილს ადმინისტრაციის საქმიანობაში მხარდაჭერაც გამოუცხადა. „ბატონ ჰარცელს განსაკუთრებით აინტერესებდა კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თუ რა ზომებს იღებს საარჩევნო ადმინისტრაცია იმისთვის რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ. მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ პროცესში და განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებიც,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცესკოში გამართულ შეხვედრაში, ევროკავშირის ელჩთან და ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ელჩის მოადგილე ჟულიენ კრამსიც მონაწილეობდა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)