|
2021-09-03 14:42:00, 726 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს
უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. "დღეს გვაქვს ინფიცირების 3034 შემთხვევა, რაც კვლავ მაღალია, მაგრამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი კლება. პროპორციულად მატულობს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს და ამ დაგვიანებით გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ექიმებისთვის, ვინც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია. უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. რეანიმატოლოგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ, ან გავაუმჯობესოთ,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)