|
2021-09-03 13:06:17, 554 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების აქტიურ გამოყენებაზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ამ მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM). თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-უკრაინის პლატფორმის მეშვეობით საქართველო აქტიურად გადის კონსულტაციებს ჰიბრიდული ომის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. დღეს, ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)