|
2021-09-03 12:08:33, 421 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ირაკლი ხელაძე პარლამენტის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ზღვისუბნის III მიკრორაიონის V კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში არსებული საპარკე ტერიტორიის გამოსყიდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და 3 000-მდე კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობას დაპირდა. „ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტის შესახებ ვესაუბრე ზღვისუბნელებს. დასრულდა ადგილმონაცველობის პროცესი ამ საპარკე ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და კერძო საკუთრებაში იყო. ადგილობრივები ამ პროცესის დასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. მოსახლეობას დავპირდით, რომ აქ რეკრეაციული სივრცის გარდა სხვა არაფერი აშენდებოდა და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. რაც მთავარია, პირველი და ყველაზე რთული ეტაპი, რაც კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს ეხებოდა, უკვე წარმატებით დავასრულეთ და სამომავლოდ, აქ ძალიან კარგი სკვერი მოეწყობა", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)