|
2021-09-02 16:25:40, 477 ნახვა
საზოგადოება
კუჭავა ზესტაფონის პოტენციალზე- მეტალურგიას, სოფლის მეურნეობას უნდა დავუმატოთ ყავის ინდუსტრიაც
ყველა რეგიონში გვჭირდება მდგრადი განვითარება და ამისთვის სამი უმთავრესი კომპონენტია - სოციალური, ეკონომიკური და გარემოს კუთხით განვითარება.-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე განაცხადა. "ზესტაფონი უმნიშვნელოვანესი ქალაქია თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ასრულებს. 2012 წლის შემდეგ, ამ მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია მთლიანობაში განხორციელებული, იქნება ეს სკოლების, ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა, გაზიფიცირება, წყალმომარაგება. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რადგან სხვაგვარად ამის გამოსწორების საშუალება არ გვექნება. ჯერ კიდევ 60 სოფელია, სადაც საჭიროა დასრულდეს წყალმომარაგების პროექტები. ასევე გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, რომელსაც აუცილებლად დავასრულებთ 2024 წლისთვის, როგორც ეს დაგეგმილია. ყველა რეგიონში გვჭირდება მდგრადი განვითარება და ამისთვის სამი უმთავრესი კომპონენტია - სოციალური, ეკონომიკური და გარემოს კუთხით განვითარება. როდესაც ზესტაფონში ვართ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გარემოზე, რადგან ეს გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე შევძლებთ ვიამაყოთ გარდატეხით, რომელსაც მოვახდენთ გარემოს დაცვის კუთხით, რადგან სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, არსებობს გაფართოებული პასუხისმგებლობების, ვალდებულებების გათვალისწინება კანონმდებლობაში და ეს ახლა უნდა ავსახოთ რეალობაში - ავსახოთ ყველა რეგიონში და ზესტაფონს ეს განსაკუთრებით სჭირდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ყურადღება. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლება მხარში დაგიდგებათ და ამ პრობლემის აღმოფხვრას ბოლომდე შევეცდებით, რომელიც წლებია უკვე ზესტაფონში არსებობს. შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბევრი საინტერესო პროგრამა, რომელიც გაძლევთ საშუალებას სიახლეები შესთავაზოთ თქვენს მუნიციპალიტეტს, ქალაქს- მათი გამოყენება აუცილებელია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველა ოჯახამდე უნდა მიიტანოს ეს შესაძლებლობა, რომელსაც ხელს უწყობს და გთავაზობთ ხელისუფლება."-განაცხადა კუჭავამ.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)