|
2021-09-02 11:25:48, 361 ნახვა
საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - პანდემიით გამოწვეული მრავალი პრობლემის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და განვახორციელეთ
„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით, შესრულებულია. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლითაც ქუთაისელების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა უზრუნველყოფილი",- განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ავტოქარხნის ადმინსტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც ის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მერაბ კვიცარიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფი შენარჩუნდება, განახევრებული ტარიფებით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, სტუდენტები, სკოლისა და ბაგა-ბაღების და პედაგოგები, ხოლო უფასოდ იმგზავრებენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ოჯახის წევრები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ადამიანები. მერობის კანდიდატის თქმით, პანდემიით გამოწვეული მრავალი პრობლემის მიუხედავად მან ამ მცირე ხანში გუნდთან ერთად დაიწყო და განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, თუმცა მისივე მოსაზრებით, დღეს უმნიშვნელოვანესია იმ ღონისძიებების სწორი და დროული განხორციელება, რომელიც უშუალოდ კორონა ვირუსს, პანდემიასთან ბრძოლას უკავშირდება. „თითოეულმა უნდა გამოვიჩინოთ გულისხხმიერება, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ საჭირო დისტანცია და ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით გამოვყავით მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ვაქცინაციის მსურველებს უფასოდ მოემსახურება. ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საყოველთაო ვაქცინაციის ცენტრი. ამით მოქალაქეებს სასურველი ვაქცინით აცრის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ", -აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)