|
2021-09-02 10:41:04, 523 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერიამ ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა, მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში შეხვდა
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასან ერთად შეხვდა.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო. ვისაუბრეთ სოფლის აქტუალურ თემებზე. გამოვკვეთეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც გახლავთ წყალმომარაგება და ასევე შიდა საუბნო გზების პრობლემები. დავგეგმეთ შესაბამისი ღონისძიებები, ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და იმ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა გახდეს მეტად ხელმისაწვდომი ის სახელმწიფო პროგრამები და ის რესურსები, რომელიც შეიძლება აითვისოს ჩვენმა მოსახლეობამ. შესაბამისად ჩვენ უახლოეს სამოქმედო გეგმებში ამ ინიციატივებს ჩავსვამთ და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად დაეხმარება სოფელს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რეალიზებული იყოს ამ სოფლის პერსპექტივები" განაცხადა მამუკა წოწერიამ. ამ დროისთვის მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა. შეხვედრებს მერობის კანდიდატი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვისაც იყენებს და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)