|
2021-09-01 21:56:56, 1098 ნახვა
საზოგადოება
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ერთვება
2021 წლის 1 სექტემბრიდან, თიბისი სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების" სახელმწიფო პროგრამაში ერთვება.-ინფორმაციას "თიბისი" ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით. "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000₾. 200,000 ₾-ზე მეტი მოცულობის სესხებზე, შესაძლოა დარჩენილი თანხა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მხრიდან პარალელური იპოთეკური სესხით. თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით. თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით. იპოთეკური ცენტრი და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და პირობებს დეველოპერული კომპანიების პროექტების მიმართულებით. დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ კონცეპტ ცენტრს ან პერსონალურ ბანკირს."-ნათქვამია განცხადებაში.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)