|
2021-09-01 21:52:50, 578 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს
თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. კახა კალაძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის დედაქალაქის მერობის კანდიდატების შეფასებას არ აპირებს, ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვას კი, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს. „შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. ნებისმიერ ადგილზე მოითხოვა შეხვედრა, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა. უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო. თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. დაველოდოთ 2 ოქტომბერს. მე კანდიდატებს არ ვაფასებ. მაქვს ჩემი ხედვა, კონცეფცია და ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღეში წარვუდგენ დედაქალაქის მოსახლეობას, სადაც ვისაუბრებ ყველა იმ განსახორციელებელ პროექტებზე, გადასაჭრელ პრობლემებზე, ასევე, რა გამოწვევებია დედაქალაქში, რას გავაკეთებთ და როგორ წარმომიდგენია ქალაქი ოთხი წლის შემდეგ", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)