|
2021-08-31 18:59:36, 568 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის განცხადება პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსი ასზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა. აღნიშნული ვითარების მონიტორინგისა და პატიმართა სხვა უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დღემდე შეუზღუდავად აგრძელებს პრევენციული და ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტები ხორციელდება კოვიდ ტესტის ჩატარების შემდგომ, შესაბამისი ეკიპირებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით.-ამის შესახებ სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს მითი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან. მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ. „სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სისტემის განტვირთვასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისთვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები.“-ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)