|
2021-08-31 13:50:51, 576 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - მოძრავი ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, რაზეც ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ცხადყოფს. „დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 1 000 ერთეულით არის ნაკლები გასული კვირის სამშაბათის მაჩვენებელზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ მოძრავი ამცრელი პუნქტები თბილისში წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც მსგავსი პუნქტების მოწყობას რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდსიც გეგმავენ. „ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ემატება ამცრელი წერტილები და მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, ასევე იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, რუსთავია ამ ეტაპზე გეგმაში. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)