|
2021-08-30 14:36:32, 843 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე - შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს
შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა. როგორც გაბუნიამ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ის შეზღუდვები, რაც არსებობს, ისე გაგრძელდება. „შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები ის, რაც გვაქვს და როგორც არის დაანონსებული, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და იქნება გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით ზუსტად როდის იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)