|
2021-08-30 14:23:28, 936 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ჩვენი მოლოდინი ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს
ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა, მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კოვიდსიტუაციია გარკვეული სტაბილიზაციიკენ მიდის. „არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა. ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას, შემდეგ უკვე გარდაცვალების სტაბილიზაცია მოჰყვება. ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა, მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)