|
2021-08-28 18:58:26, 587 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია -დაზღვევა არის ერთადერთი გზა, რომ ფერმერები დაცულები იყვნენ სტიქიის დროს მიყენებული ზარალისგან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან თანადაფინანსებას აძლევს ფერმერებს, მათ შორის მევენახე ფერმერებს იმისათვის, რომ დააზღვიონ მოსავალი. – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „დაზღვევა არის ერთადერთი გზა, რომ ფერმერები დაცულები იყვნენ სტიქიის დროს მიყენებული ზარალისგან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ პროგრამის განახლებაზეც. ამავე დროს, მთელი წლის განმავლობაში, ვახორციელებთ აგროდაზღვევის შესახებ საინფორმაციო კამპანიას. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 18 000 ჰექტარი ფართობია დაზღვეული ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 6000 ჰექტარი არის ვენახი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. „როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობენ სადაზღვევო კომპანიებთან, რათა კოორდინირებულად მოხდეს დაზღვეულ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა.“- ნათქვამია განცხადებაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)