|
2021-08-28 10:49:17, 371 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია - ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ყველა სოფელს პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდეს
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობას სოფელ ჩხორიაში ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმით ჩავიდა და მოსახლეობისგან დამატებითი საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა. „აღსანიშნავია, რომ სოფელში, ჩვენი ხელისუფლების დროს 35-მდე პროექტია განხორციელებული, როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. აღსანიშნავია, რომ სოფელი არის სრულად გაზიფიცირებული, უმეტესობას მოგვარებული აქვს წყალმომარაგების პრობლემა და დაისახა შემდეგი პრიორიტეტები - ეს გახლავთ გზის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულება საკუხალეიშვილოს უბანში და წყალმომარაგების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის მცირედი ნაწილისთვის პრობლემის მოგვარება, რომელიც აუცილებლად უახლოეს სამოქმედო გეგმაში აისახება. ასე, რომ ჩვენს სოფლებს ყველა ის პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რათა ძირითადი გამოწვევები სრულად იყოს აღმოფხვრილი" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. მერობის კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან გამართულ ინდივიდუალურ შეხვედრებზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია იმყოფებოდნენ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)