|
2021-08-27 14:46:58, 551 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტრობა
როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ქვეყნის მტრობაა. „ჩვენმა წინაპრებმა გმირობით, თავგანწირვით და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა, ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი მოვიდა დღევანდელობამდე და მოიტანა ის მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და მთავარი - ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი და ყველა ის ფასეულობა ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს იდენტობას გამოკვეთავს და ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. როცა ამას მიზანმიმართულად ებრძვი, როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მეგობრებო, მაგრამ რა თქმა უნდა მიუხედავად ყველა იმ სიბინძურისა, ყველა იმ ბინძური ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც მათ აწარმოეს, სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, გვარამიას მეთაურობით ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის დასრულდება კატასტროფულად კრახით, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)