|
2021-08-27 14:39:48, 353 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე - ძველი ხიბულა არის კონკრეტულად შესრულებული საქმის ბრწყინვალე მაგალითი
„ძველი ხიბულა, არის ის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც დაპირება არის არა მხოლოდ დაპირება, არა მხოლოდ გულის მოგება, არამედ ეს არის კონკრეტულად შესრულებული საქმე. დღეს ჩვენ ამ საქმის დიდი ნაწილი შესრულებული ვიხილეთ"- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ "ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ძველ ხიბულაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და კვლავაც მიმდინარეობს. დასახლების ცენტრალიზებული წყალმომაგარებისთვის მოეწყობა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, ქსელი და გამრიცხველიანება. „ალბათ ცოტა ვინმეს წარმოედგინა, მაგრამ ეს სამუშაოები მიმდინარეობს და 2022 წლის მაისში დასრულდება. ხშირად ოპონენტები სამუშაოების დაგეგმარებას გვიწუნებენ, მაგრამ პირიქით, ეს ძალიან სწორი დაგეგმარებაა - გზის კონტრაქტიორიც გამოვლენილი გვყავს და 15 კმ-დან დან 4 კმ-ზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ანუ პარალელურ რეჟიმში, წყლის ინფრასტრუქტურასთან ერთად გზაც ეწყობა და შესაბამისად, 2020 წელს ძველ ხიბულას უკვე გზაც ექნება. დიახ, ძველ ხიბულას უკვე გაუჩნდა აბსოლუტურად სხვა პოტენციალი, რომ ისტორიულ და ტრაგედიასთან ასოცირებულ მნიშვნელობასთან ერთად, უკვე საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდეს,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)