|
2021-08-26 14:51:42, 502 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - მთავრობის ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, სამეგრელოში ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კიდევ ბევრი გაკეთდება
ჩვენი მთავრობის მიერ დაწყებული გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში, ეს სიკეთე ახლა უკვე თითქმის ყველასთვის ხელმისწავდომია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა 2021 წელს სრულდება, თუმცა მასშტაბური პროგრამა გრძელდება - განხორციელდება დამატებითი სამწლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს ითვალისწინებს. „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის მიხედვით, ყველაზე მეტი მოსახლე სწორედ სამეგრელოში იქნება გაზიფიცირებული. - სულ 92 დასახლებული პუნქტი, რომლის გაზიფიცირება წელს დასრულდება. გარდა ამისა, 2022-2024 წლებში 82 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული. ასევე გაგრძელდება გაზიფიცირება მარტვილში, სენაკში, აბაშაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება პირველი, რომელიც სრულად იქნება გაზიფიცრებული და ამ დღეებში დასრულდება. ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ 45 კმ-იანი მკვებავი მილი ჩვენ არსად გაგვიყვანია საქართველოში და გაკეთდა სპეციალურად წალენჯიხისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ. სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამებზე და სამეგრელოში თევზსაჭერი ფლოტის აღდგენაზე. მისივე თქმით, მთავრობის ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, სამეგრელოში ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კიდევ ბევრი რამ გაკეთდება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)