|
2021-08-26 11:36:09, 551 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. „მინდა, მთავრობის სხდომა დავიწყო თხოვნით, მოწოდებით, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროგრამაში. სხვა გზა, სხვა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, არ არსებობს. ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და სწორედ ჩემზე, თქვენზე, ჩვენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)