|
2021-08-26 10:56:45, 346 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყოველ წელს ხალხი დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, გვაქვს შანსი, თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვოთ
თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყოველ წელს ხალხი დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, ლანძღვით, ცილისწამებებით, რომელიც ისმის პოლიტიკოსებისგან, ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობას სჭირდება კეთილდღეობა და ახლა არსებობს უნიკალური შანსი, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" ძლიერად გაიმარჯვოს. „ჩვენ ძლიერად მოვიგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად პროვოკაციებისა და მტკიცედ ვაგრძელებთ სვლას. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ" ძლიერად, დამაჯერებლად გაიმარჯვოს და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება. ამ 3 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ პროგრამას და კეთილდღეობას მოვუტანთ ჩვენს მოსახლეობას, შევიტანთ განვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)