|
2021-08-25 16:55:39, 486 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines ბრუნდება
საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines ბრუნდება, რომელიც ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Isr Air -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებაზე და დასაქმებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ისრაელური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების რეისებს სექტემბერში შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)