|
2021-08-24 18:21:07, 688 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას ორბელიანის მოედნის რეაბილიტირებულ სკვერში შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ორბელიანის მოედნის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამართა, სადაც მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათთან ერთად განიხილა ის ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთაწმინდის რაიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. როგორც ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა თუმცა, რჩება კონკრეტული გამოწვევები რომელთა დაძლევის გზებზე აუცილებელია ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება. ორბელიანის მოედნის სკვერში გამართულ შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)