|
2021-08-24 10:31:14, 742 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი მოსახლეობას კონსტიტუციის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას კონსტიტუციის დღეს ულოცავს. „გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! სწორედ ამ დღეს, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს. კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი არა მხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია. ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ყველამ ერთად პირნათლად და მტკიცედ უნდა დავიცვათ და ვემსახუროთ მის მიზნებსა და პრინციპებს. წელს ჩვენი ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც დღესაც კი, თავისი ფასეულობებით ერთ-ერთ პროგრესულ კონსტიტუციადაა აღიარებული და გამოირჩევა თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორისაც კი“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)