|
2021-08-19 16:10:04, 339 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ შექმნა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის და ნიადაგის კვლევის მიმართულებით
„როცა ვსაუბრობთ გურიაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, არ ვახსენოთ ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ამ მხარეში ყოველთვის იყო", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე. „გურიის მხარიდან არიან ის ადამიანი, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში აგრარული დარგის განვითარებაში. ჩვენ დღეს ვინარჩუნებთ იმ ტრადიციებს, რომელიც ანასეულში ჩამოყალიბდა. სახელმწიფომ შექმნა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ნიადაგის კვლევის მიმართულებით, რომ სოფლის მეურნეობა იყოს პროგნოზირებადი, პროდუქტიული და უფრო მეტად წარმატებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გურია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, რომელსაც დიდი გენოფონდი, დიდი გენეტიკური მრავალფეროვნება გააჩნია, თუმცა, დიდწლიად მივიწყებულია და მხოლოდ ახლა ხდება ამ ტრადიციების აღდგენა. „მაქსიმე რამიშვილი იყო გამორჩეული მეცნიერი, რომლის სახელსაც ატარებს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, სადაც ვაზის ჯიშების ქართული გენოფონდია წარმოდგენილი და რომლის შექმნაც ფონდის „ქართუ" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოხდა. ეს გენეტიკური რესურსები, რომლებიც, ფაქტობრივად, განიავებული იყო, ჩვენ გადავარჩინეთ და დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ისინი წარმოებაში დავაბრუნოთ. გურიაში მეტი ადგილობრივი ჯიშის ვენახი უნდა გაშენდეს, მეტი საოჯახო მარანი და სასტუმრო ამოქმედდეს, რომ განვავითაროთ ტურიზმიც და მეტი შემოსავალი მივიღოთ", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)