|
2021-08-19 15:30:54, 439 ნახვა
საზოგადოება
დავით შარაშიძე - ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩემი მშობლიური ჩოხატაურის მერობის კანდიდატი
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის, ჩემი მშობლიური ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ჩემი ოჯახი ყოველთვის იდგა ჩოხატაურისა და ჩოხატაურლების სამსახურში, ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო, ჩემი მხრივ, მინდა თქვენი თანადგომით ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობად ვაქციო „ - ამის შესახებ „ქართული ოცნების"ჩოხატაურის მერობის კანდიდატმა დავით შარაშიძემ წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, სწორედ ამ არჩევნებშია ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის გასაღები. „ქართულ ოცნებას" დიდი რეიტინგი და ნდობა აქვს საზოგადოებაში, ხალხი მას ენდობა იმის გამო რომ ამ პარტიის უმთავრესი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ღირსება. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მივალ თითოეულ სოფელში და თითოეულ ოჯახში, ადგილზე შევისწავლი პრობლემებს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, „ქართული ოცნების" მთავრობასთან ერთად შევძლებთ, უმოკლეს ვადაში გადავჭრათ პრობლემები. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, მერიასა და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ჩოხატაურის განვითარებაში. 2 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია და ასევე ჩემი ოჯახისთვის, 2 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა და ეს დღე ჩვენი საერთო გამარჯვების დღე იქნება. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდი: ჯუმბერ ბერძენიშვილი, გოჩა ჯიქია, ზვიად წეროძე, გივი ჩხიკვაძე, ლაშა თოლორდავა, ზაურ ზარბაზოია, ლაშა ირემაძე, ბიძინა ცინცაძე, ზვიად მამალაძე, მიხეილ თავართქილაძე, კახაბერ სიხარულიძე განსაკუთრებული სალამი მე მინდა შევუთვალო ჩვენი გუნდის წევრს აკაკი ყაჭეიშვილს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა და სამწუხაროდ ჩვენთან ერთად არ არის" - განაცხადა დავით შარაშიძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)