|
2021-08-19 11:31:17, 530 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი აცრილი არ ყოფილა
ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით ,რეანიმაციაში მკურნალობა 3500-მა პირმა გაიარა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული 1% , ხოლო ორჯერ ვაქცინირებული კი 0.3% იყო. "ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500 პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. ანუ, ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხდა რეანიმაციაში ამ 3500 პირიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ვაქცინა მუშაობს და იცავს მძიმე შემთხვევების განვითარებისგან". - განაცხადა გაბუნიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)