|
2021-08-18 20:45:11, 656 ნახვა
საზოგადოება
რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრების უმრავლესობა ვაქცინირებულია
რამდენიმე დღეში, კახეთის რეგიონში რთველი დაიწყება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.-ინფორმაციას სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტო" ავრცელებს მათი თქმით, რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვთ, ექიმების რეკომენდაციით, აცრას შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ. "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რთველის პერიოდში, ყველა ადამიანი, რომელიც პროცესშია ჩართული, აცრილი იყოს, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, დროულად ჩაიტარონ აცრა, რათა პანდემიის ასეთი მასშტაბის პირობებში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, გაიაზრონ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც მათ რთველის პერიოდში სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ. საკოორდინაციო შტაბის წევრების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და რთველის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, შტაბის წევრებს კვირაში ორჯერ ტესტირება ჩაუტერდებათ."-ნათქვამია განცხადებაში
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)