|
2021-08-17 10:21:30, 459 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრა შიო მღვიმელის ქუჩაზე გამართა, სადაც მოსახლეობას სამომავლო გეგმებსა და იმ კონკრეტულ პროექტებზე ესაუბრა, რომელზე მუშაობასაც ის „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად აპირებს. თავის მხრივ, ამომრჩევლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მთაწმინდის რაიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს. „დღეს შიო მღვიმელის ქუჩის მაცხოვრებლებთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და საინტერესო საუბრები გვქონდა. მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივა განვიხილეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტები საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ. მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლების მხრიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია და არაერთი გულითადი რჩევა მივიღე." - განაცხადა აბაშიძემ. „ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, რეგულარულად გამართავს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)