|
2021-08-14 18:56:26, 649 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ დაიხურება და 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, უახლოეს მომავალში გადაეცემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსტრო ავრცელებს. უწყბის ცნობით, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ. 420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს. მათივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ჯამში, 3000-მდე დევნილი ოჯახი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში." - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "წყალტუბოში, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ. 420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს. შესრულებული სამუშაოები მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს. წყალტუბოში, დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი სანატორიუმების ყველა შენობა დაიხურება და წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების მწვავე პრობლემა სრულად გადაიჭრება. 8 კორპუსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა. 2021 წელი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დევნილთა განსახლების მიმართულებით. წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 3000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში." - ნათქვამია ინფორმაციაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)