|
2021-08-11 10:19:18, 375 ნახვა
საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზაფხულო სკოლა ჩატარდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ინიციატივით პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა ჩატარდა. საზაფხულო სკოლის მიზანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, სფეროში ახალგაზრდების როლის გააქტიურება და მათი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში. პრაქტიკულად ჩაერთვნენ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და კაზუსების განხილვაში. აღნიშნულმა ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ უშუალოდ განეხილათ და გადაეწყვიტათ სამსახურის პრაქტიკასთან ახლოს მდგომი კონკრეტული შემთხვევები. საზაფხულო სკოლის შესარჩევი კონკურსი 2021 წლის 10 ივლისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის 200-მდე სტუდენტებმა მიიღო. განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან 20 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. საზაფხულო სკოლის მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის მონაწილე სტუდენტებმა ასევე იმსჯელეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობაზე.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)