|
2021-08-09 16:47:14, 404 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდა გზის ძველი საფარის დემონტაჟი, მოეწყო ახალი საფუძველი და ასფალტი დაიგო. გეგმის თანახმად, განახლდა 3 000 კვ. მ ფართობის გზა, პროექტის ღირებულება კი, 207 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა. „თევდორე მღვდლის ქუჩა საკმაოდ დაზიანებული იყო, რაც გადაადგილებისას დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამ ქუჩის განახლება ადგილობრივების ჩართულობით მოხდა. ზოგადად, წყნეთში ბოლო წლების განმავლობაში გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობდა და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ აღრიცხული გვაქვს ყველა მისამართი და ეტაპობრივად, ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყველა დაზიანებული გზის რეაბილიტირება მოხდება“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს-მ „ლუკრი“ განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)