|
2021-08-09 11:08:15, 560 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, 12 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები ეწყობა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიტნეს ზონები დამატებით, ექვს მისამართზე განთავსდა. ჯამში, მსგავსი ტიპის ზონები გლდანის რაიონის 12 მისამართზე მოეწყო. ,,პროექტის მიხედვით, სხვადასხვა დატვირთვის რვა სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: ანდრონიკაშვილის ქუჩა N93; გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110 კორპუსთან; მეხუთე მიკრორაიონის N19 ა და პირველი მიკრორაიონის N18 კორპუსებთან. ასევე, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N4 და მუხიანის 4 ბ მიკრორაიონის N26-27 კორპუსებთან; ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35 კორპუსთან; გლდანის ხევის N2 ა კორპუსის მიმდებარედ; მეექვსე მიკრორიონის N2 კორპუსთან; მეშვიდე მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ; მეორე მიკრორაიონის N25 კორპუსთან და მუხიანის 4 ა მიკრორაიონის N5-6-7 კორპუსების მიმდებარედ. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 339 787 ლარი დაიხარჯა’’. - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)