|
2021-08-06 15:08:35, 446 ნახვა
საზოგადოება
ღია ბანკინგი - თიბისის მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად,თიბისის მობაილბანკში სხვა ბანკების ანგარიშების დამატებაა შესაძლებელი
აქ. ახლა თიბისი ცხოვრების გასამარტივებლად მომხმარებლებს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს - ღია ბანკინგს სთავაზობს. ღია ბანკინკის ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკს დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ყველა ბანკის ანგარიშის ნახვა და კონტროლი უკვე ერთ სივრციდან შეუძლია. ღია ბანკინგის მიზანი, მასში ჩართული ყველა მხარისთვის ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა. – ამის შესახებ ინფრომაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს მათი თქმით, ღია ბანკინგის ფუნქციონალის გააქტიურებით, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციაში ნებისმიერი ბანკის ანგარიში დაამატონ, ერთი აპლიკაციიდან უკეთ მართონ და აკონტროლონ ფინანსები და დაზოგონ დრო. ისინი შეძლებენ გააერთიანონ სხვა ბანკების ანგარიშები და თვალი ადევნონ საკუთარ ფინანსებს ერთ სივრცეში. ეს განახლება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება ფიზიკური პირებისთვის რომლებიც სხვადასხვა ბანკის ანგარიშით სარგებლობენ. „თიბისიში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მომხმარებელს ყოველდღიურობა და ბანკთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ღია ბანკინგის ფუნქციონალის დამატებაც ამის დასტურია. მალე მობაილბანკს სხვა ბანკების ანგარიშებიდან ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობასაც დავამატებთ, რაზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს“, - ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი. „ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ საკუთარი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით მიიღონ გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები. ეს არის ეკოსისტემა სადაც გაერთიანდება ახალი აპლიკაციები და შეთავაზებები ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიებისგან. სიახლე მომხმარებლებს დაეხმარება, ყველა ანგარიშზე არსებული თანხის უფრო ეფექტიანად მართვაში, ასევე, ხარჯებისა და ფინანსების უკეთ დაგეგმვასა და კონტროლში. ღია ბანკინგის მომდევნო განახლება კი შესაძლებელს გახდის ტრანზაქციის შესრულებას, თიბისის მობაილბანკში დამატებული ნებისმიერი ანგარიშიდან. ღია ბანკინგი არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საფინანსო სივრცეს მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოვებს. „-ნათქვამია განცხადებაში.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)