23:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 17:20:02, 467 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა კბილაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კბილაშვილი არასდროს ყოფილა ნასამართლევი.

როგორც უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი. ბაღდათის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გოგა კბილაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. კბილაშვილი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან მსჯავრდებული. აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედია საშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია.

მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics