|
2021-08-05 16:40:03, 426 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის“ მხარდაჭერით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება გულისხმობს, დეპარტამენტის მხრიდან ფოსტისთვის საქართველოს, კერძოდ, კი აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალის გადაცემასა და სარგებლობის უფლების მინიჭებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, „საქართველოს ფოსტის“ რიგ სერვისცენტრებში, რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები. „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი, კერძოდ აჭარაში 7 სერვისცენტრი ოპერირებს. „საქართველოს ფოსტის“ მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)