|
2021-08-05 12:50:19, 835 ნახვა
საზოგადოება
„ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად“ - ხელოვნების მუზეუმთან აქცია იმართება
არასამთავრობო ორგანიზაციების, „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზაციებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან საპროტესო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს და აცხადებენ, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, შენობა „ფიზიკურადაც დაიცვან“. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა მუზეუმის წინ აღმართულ ღობეზე ქართველი საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის პოსტერები გამოაკრეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორიტსა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა აღდგენას უნდა დაექვემდებაროს, რის გამოც, მუზეუმიდან ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი, დროებით სხვა სივრცეში უნდა იქნეს გადატანილი.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)