|
2021-08-04 15:05:01, 729 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადიგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.-ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს მათი თქმით, გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოში ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული. „ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია - გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე, მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე; თუ ზიანი 1000 ლარს შეადგენს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.“-ნათქვამია განცხადებაში
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)