22:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 13:32:08, 548 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 10 წლიანი სტარტეგიული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა  დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. დამსაქმებლისათვის კი მომზადდება კვალიფიციური კადრები.

,,ამისათვის ჩვენ განვახორციელებთ მიზნობრივ პროგრამებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ სამჯერ გაიზრდება", განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროექტებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს. ერთი წლის განმავლობაში ცენტრმა 283 მსჯავრდებული გადაამზადა. მათგან 70 უკვე დასაქმებულია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics