|
2021-08-04 12:39:37, 349 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალური ასისტენტს" შესთავაზებს
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს" შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. ,,ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში მიწოდებისა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევის მიზნით, ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ, მის სჭიროებებზე მორგებულ კონცეფციას შევთავაზებთ. ბიზნეს სექტორს ეყოლება იუსტიციის სისტემაში კარგად გათვითცნობიერებული პირადი მრჩეველი და დამხმარე, რომელიც მის ნაცვლად ყველა საჭირო პროცედურას გაივლის და მომზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდის"- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის შეფასებით, „ხალხის კეთილდღეობას დიდწილად ძლიერად განვითარებული ეკონომიკა განაპირობებს, მატერიალური დოვლათის შემქმნელი ძირითადი ძრავის - ბიზნესის ხელშეწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და თითოეული მოქალაქის პირად შემოსავალზე". ,,პერსონალური ასისტენტის" უპირატესობა სამართლებრივი კონსულტაციის გაცემის, მომსახურების უზრუნველყოფისა და ოპერაციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა იქნება.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)