22:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 11:44:47, 626 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. აღნიშნულის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად  ვანდალიზმის ჩამდენი პირები მოზარდები არიან და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსებ, რაც ძალიან მძიმეა და არ ვიცი, მინდა ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლი, ვარკეთილის რაიონში, 10 ივლისს დადგეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics