|
2021-08-04 11:24:44, 400 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბინები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში - 20 ოჯახს, გლდანში - ათ ოჯახს, სამგორში - სამ ოჯახს, დიდუბეში - სამ ოჯახს, კრწანისის რაიონში - ორ ოჯახს, ხოლო ვაკის რაიონში მცხოვრებ ორ ოჯახს დაუკანონდება. „ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 2 000-მდე ოჯახი გავახარეთ. დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცეთ საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, ათი ოჯახი - გლდანის რაიონში, სამი ოჯახი - სამგორის რაიონში, სამი ოჯახი - დიდუბის რაიონში, ორი ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო ორი ოჯახი - ვაკის რაიონში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და ანალოგიური პრობლემების მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სთხოვა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ. „მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მათ სიხარულს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ - აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)