21:26 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 11:39:21, 515 ნახვა

საზოგადოება
მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ტრენინგი გაიმართა

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შესყიდვის პრიორიტეტული ობიექტებისათვის მდგრადი შესყიდვების კრიტერიუმის გამოყენების შესახებ ტრენინგი გაიმართა. – ამის შეახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგის მიზანია მდგრადი საჯარო შესყიდვების და მისი სარგებლის, ასევე, მის დასანერგად პროექტის ფარგლებში მომზადებული  სამართლებრივი დებულებებისა და რეკომენდაციების შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაცნობა.

,,მდგრადი საჯარო შესყიდვები არის პროცესი, რომლის დროსაც შემსყიდველი ორგანიზაციები საქონელსა და მომსახურებაზე საჯარო შესყიდვებს ახორციელებენ ისე, რომ მიღწეულ იქნას ხარჯთეფექტიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სარგებელის მიიღება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით მოხდეს. მდგრადი საჯარო შესყიდვები მიზნად ისახავს სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ კომპონენტს  — ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით შორის.
ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარების პროცესში; ასევე, ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას მისი ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics