|
2021-08-02 15:14:53, 410 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ძირითადად ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული
"რეფორმების შედეგად, 2012 წლიდან, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. ამ დროისთვის, ძირითადად ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას. "სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, 2016 წლიდან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ფუნქციონირება დაიწყო სამედიცინო პუნქტებმა. 2020 წელს ზაჰესში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების შენობა. საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის, საქართველოში მოქმედ დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის დროს ასევე ისაუბრა მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების შესახებ. "2014 წელს შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი. აშენდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)