|
2021-07-30 10:22:52, 1401 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ,,ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით. ასევე, განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. გაკეთდა სივრცე ბავშვებისთვის. დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია შემოიფარგლა უსაფრთხოების მოაჯირით. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 370 000 ლარია’’- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)