19:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 14:19:41, 497 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში, დღის განმავლობაში, 2000-მდე ადამიანი აიცრა

აჭარის ოპერატიული შტაბის სხდომაზე ვაქცინაციის გაფართოების საკითხი განიხილეს-ამის შესახებ ინფრომაციას აჭრის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

„ოპერატიული შტაბის ფორმატში ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესზე რეგიონში. აჭარაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 2000-მდე მსურველმა ჩაიტარა. ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს.

ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს. დღეიდან მოსახლეობას აცრა „სინოფარმით" და „სინოვაკით" ორ საზოგადოებრივ სივრცეში, ,,მეტრო-სითსა" და ,,ბათუმი მოლში" იქნება შესაძლებელი.“ ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics