|
2021-07-23 15:13:04, 623 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ახალი ელექტრონული მართვის სისტემა დაინერგა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, დაინერგა მალფუჭებად ტვირთებზე ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ახალი სისტემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საპატრულო პოლიციის, პატრულ ინსპექტორებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულ რეჟიმში გადაამოწმონ და მოიძიონ ინფორმაცია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მიერ, მალფუჭებად/პრიორიტეტული ტვირთის (ხილის, ბოსტნეულის და ა.შ.) არსებობის თაობაზე და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი გადაადგილება. მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან, კერძოდ: დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა/სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით. მათ ასევე, აქვთ შესაძლებლობა კახეთში, რეგიონიდან გაუსვლელად (მათ შორის გურჯაანში) "ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. ,,აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ, ხილის ექსპორტზე სულ გაფორმებულია 2064 საბაჟო დეკლარაცია, მათ შორის ქალაქ გურჯაანში - 713. ამავე პერიოდში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია - 1136 წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 740 გაცემულია გურჯაანში, დროებით განთავსებულ საბაჟო გაფორმების ორგანოში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)