|
2021-07-21 12:36:41, 1383 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კახა კალაძის მიერ მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ 20 ივლისს, მედიის საქმიანობის ძალადობრივი ჯგუფების ქმედებასთან შედარებას გმობს და განცხადებას ავრცელებს. ქარტიაში განმატავენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების თავისფაული მუშაობისთვის არასათანადო გარემო იქმნება და პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე აისახება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე. ,,ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები“, - აღნიშნულია განცხდებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისს, კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, რომ ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, თუმცა „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა“. მისივე თქმით, წლების განმავლობაში სხვაასხვა ტელეეთერებიდან და ტელევიზიებიდან ხდება ადამიანების დამცირება, ცილისწამება, მათი ბულინგი, განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)