|
2021-07-20 15:31:46, 838 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: ვაქცინაციის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია
„ყველას მოვუწოდებ, არ უგულვებელყოს შესაძლებლობა, რომ თვითონაც დაიცვას თავი, დაიცვას ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც `დელტა შტამი` განსაკუთრებით ერჩის და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციებია ეკონომიკის აღდგენის კუთხით და შესაძლოა, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდითაც დასრულდეს, თუმცა, არსებობს ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს - პანდემია. ამიტომ ეკონომიკის მინისტრი ყველას მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ. მისი თქმით, დღეში მინიმუმ 20, 30 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა საჭირო, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ შეფერხდეს. „თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, მთავრობას მარტო ძალიან გაგვიჭირდება ვაქცინაციის მაღალი ტემპების უზრუნველყოფა. ჩვენ უზრუნველვყავით ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, იხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად ჩატარდეს. ასევე ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბანკებთან, ინდუსტრიულ კომპანიებთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი აქტია, პირველ რიგში თვითშეგნებას საჭიროებს და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)