|
2021-07-20 15:29:03, 473 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აგრესიასა და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში მონაწილეები დაისაჯონ
„დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს ძალიან სურთ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება - მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა და დესტრუქცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს წესრიგი და განვითარება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიასა და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში, სათანადოდ დაისაჯოს. ეს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობაა," - აღნიშნა მინისტრმა. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩვენ დავგმეთ ძალადობა. მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი და განვითარება," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს არსებულ პანდემიურ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა და გაჯანსაღება ხდება და მნიშვნელოვანია რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)